დამოწმებული თარგმანი

რა არის დამოწმებული თარგმანი? 

დამოწმებულ თარგმანს თანდართული აქვს: მთარგმნელის ხელმოწერა, ბეჭედი და ჩანაწერი, რომ თარგმანი სრულად და ზუსტად შეესაბამება ორიგინალ ტექსტს.

დამოწმებული თარგმანი უნდა შესრულდეს იმ ქვეყნის უფლებამოსილი მთარგმნელის მიერ, სადაც გამოყენებული უნდა იყოს იგი. გერმანიაში ეს უფლებამოსილება აქვთ უმაღლესი სამხარეო სასამართლოების [Oberlandesgericht] მიერ უფლებამოსილ მთარგმნელებს და იგი მოქმედია გერმანიაში.

დოკუმენტების დამოწმებული თარგმანის წარდგენას მოითხოვს გერმანიის სხვადასხვა სახელმწიფო უწყებები, უნივერსიტეტები, სასამართლოები, ნოტარიუსი და ა.შ. 

რას ადასტურებს დამოწმებული თარგმანი: 

დამოწმებული თარგმანი ადასტურებს, რომ თარგმანი არის სრული და სწორი.

რა უნდა გაითვალისწინოთ, სანამ დამოწმებულ თარგმანს შეუკვეთავთ:

თუ გერმანიაში დოკუმენტზე სავალდებულოა აპოსტილი ან ლეგალიზაცია, ის უნდა გაკეთდეს თარგმნამდე და შემდეგ ისიც უნდა ითარგმნოს.

ჩვენ ვამზადებთ დამოწმებულ თარგმანს საწყისი დოკუმენტის ელექტრონული ასლის საფუძველზე (JPEG/JPG -ფორმატი).   ეს შესაბამისად აღინიშნება და საწყისი დოკუმენტის ასლი თან დაერთვება დამოწმებულ თარგმანს.

ვალიდურობა:

ჩვენი უფლებამოსილება თარგმანების დამოწმებაზე მოქმედებს მხოლოდ გერმანიის ფარგლებში. თუ გსურთ დამოწმებული თარგმანის გამოყენება სხვა ქვეყანაში, შესაძლოა დაგჭირდეთ აპოსტილის გაკეთება.

ჩვენს მიერ  დამოწმებულ თარგმანებზე აპოსტილის გაკეთება შეგიძლიათ დიუსელდორფის რეგიონულ სასამართლოში: Landgericht Düsseldorf: Apostillen, Legalisationen und Beglaubigungen der Unterschriften der Übersetzer/Notare